გადავწყვიტეთ კლიპის შემოკლებული ვერსია მოიხსნას სატელევიზიო ეთერიდან. იმედი გვაქვს, ანდრო მალე დაუბრუნდება ოჯახს, თავის პროფესიას და ჩვენც შევძლებთ მასთან სამომავლოდ თანამშრომლობას, - ამის შესახებ ნათქვამია”ვისოლის“ გენერალური დირექტორისვასილ ხორავას განცხადებაში.
„საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, გვინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომ ანდრო ჭიჭინაძის მონაწილეობით „ვისოლის“ სარეკლამო კლიპის სრული ვერსია, რომელმაც მწვავე დისკუსია გამოიწვია, დღემდე ხელმისაწვდომია კომპანიის სოციალურ ქსელებში.
შესაბამისად, ის, რომ თითქოს მსახიობის მონაწილეობით კადრის ამოჭრა კლიპიდან პოლიტიკური ნიშნით მოხდა, დეზინფორმაცია და სრულიად უსაფუძვლო ბრალდებაა.
შექმნილი სენსიტიური მდგომარეობის გათვალისწინებით, გადავწყვიტეთ კლიპის შემოკლებული ვერსია მოიხსნას სატელევიზიო ეთერიდან. ჩვენ ასევე დავუკავშირდით მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის ოჯახს და პირადად ავუხსენით შეთანხმების იურიდიული მხარე.
გვსურს კიდევ ერთხელ განვაცხადოთ, რომ ანდრო ჭიჭინაძის მონაწილეობით სარეკლამო კლიპის სრული ვერსია სატელევიზიო ეთერში განმეორებით გადიოდა 2024 წლის სექტემბრიდან.
მსახიობთან განახლებული კონტრაქტის საფუძველზე, მისი მონაწილეობით კადრის გამოყენების ნებართვა სატელევიზიო ეთერში 2024 წლის ნოემბრის ბოლომდე გვქონდა.
შესაბამისად, დაკორექტირდა კლიპიც და ახალი ვერსია ტელევიზიებს გაეგზავნათ 2024 წლის 26 ნოემბერს, ხოლო დაკორექტირებული რგოლი ეთერში განთავსდა 1 დეკემბრიდან. მსახიობის დაკავება კი, როგორც მოგეხსენებათ, 5 დეკემბერს მოხდა.
ანდროსგან დასტურის შემთხვევაში, მზად ვართ გავასაჯაროოთ ხელშეკრულებაც.
იმედი გვაქვს, ანდრო მალე დაუბრუნდება ოჯახს, თავის პროფესიას და ჩვენც შევძლებთ მასთან სამომავლოდ თანამშრომლობას“, - აღნიშნულია განცხადებაში.
კომპანია “ვისომა“ 2023 წელს გადაღებულ სარეკლამო რგოლიდან მსახიობი ანდრო ჭიჭინაძის კადრი ამოჭრა. განახლებულ რგოლში ახლა მხოლოდ მსახიობის ხელი ჩანს. მსახიობი რეჟიმის სამართალდამცავებმა საპროტესტო აქციების ფარგლებში 5 დეკემბერს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დააკავეს. ჭიჭინაძეს ამჟამად ორთვიანი წინასწარი პატიმრობა აქვს მისჯილი, ხოლო შსს-ს განცხადებით, მას 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.