ჩინეთში ადამიანის მეტაპნევმოვირუსის (hMPV) აფეთქება დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჩინეთის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის სააგენტო ავრცელებს.
კვლევის მიხედვით, შემთხვევების ზრდა განსაკუთრებით შესამჩნევია 14 წლის და უმცროსი ასაკის ბავშვებში და ეს ყველაზე მეტად ჩრდილოეთ პროვინციებშია გამოხატული.
Daily Star მიუთითებს, რომ ვირუსს ახასიათებს COVID-19-ის მსგავს სიმპტომებს.
გამოცემა სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციებზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ ჩინეთის საავადმყოფოები გადატვირთულია ბავშვებით, რომელბსაც აღენიშნებათ მაღალი სიცხე, ხველა და ყელის ძლიერი ტკივილი.
ასეთი პაციენტების რიცხვი მკვეთრად გაიზარდა ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში. გაზეთი წერს, რომ ვირუსის გავრცელების გამო, ჩინეთში მაღალი მზადყოფნა გამოცხადდა.
გარდა ამისა, Daily Star, ბრიტანეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სააგენტოს მონაცემებზე დაყრდნობით, იუწყება, რომ hMPV ინფექციის პირველი შემთხვევები უკვე დაფიქსირდა გაერთიანებულ სამეფოში.
ბრიტანელი ექიმების შეფასებით, ვირუსით დაავადებში შემთხვევბი იზრდება, ხოლო გრიპის სამი ძირითადი შტამი - ადენოვირუსი, პარაგრიპი და რინოვირუსი - კლების ტენდენციას ავლენს.
მეტაპნევმოვირუსმა შესაძლოა, გამოიწვიოს სერიოზული გართულებები, როგორიცაა პნევმონია.
ტაივანის გამოცემა Money UDN, ჩინელ ექიმებზე დაყრდნობით, დეკემბრის ბოლოს იტყობინებოდა, რომ hMPV-სგან გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელი შესაძლოა, 43%-ს მიაღწიოს.
ვირუსი განსაკუთრებით საშიშია ჩვილებისთვის, მოხუცებისთვის და დასუსტებული იმუნური სისტემის მქონე პაციენტებისთვის.
როგორც გამოცემა Independent წერს, ამ დროისთვის, არ არსებობს ვაქცინა ან სპეციფიური ანტივირუსული პრეპარატი hMPV-ს სამკურნალოდ.