უკრაინის შეიარაღებული ძალები რუსეთის კურსკის ოლქში შეტევაზე გადავიდნენ. ინფორმაციას ტელეგრამარხები და უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს დეზინფორმაციასთან ბრძოლის ცენტრის ხელმძღვანელი, ანდრიი კოვალენკო ავრცელებენ.
ეს ინფორმაცია ირიბად დაადასტურა უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსმა ანდრიი ერმაკმა და დაწერა: „კურსკის ოლქი, კარგი ამბავია, რუსეთი იღებს იმას, რასაც იმსახურებს“.
გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებული ძალების დარტყმები სუჯას რეგიონული ცენტრის მიმართულებით, რომელიც აგვისტოდან უკრაინის კონტროლს ექვემდებარება, ბოლშოე სოლდატსკოეს წინააღმდეგ ხორციელდება.
ეს არის კიდევ ერთი რეგიონალური ცენტრი, რომელიც მდებარეობს სუჯას ჩრდილო-აღმოსავლეთით, კურსკის მიმართულებით.
დილიდან რამდენიმე რუსული სამხედრო პროპაგანდისტული არხი იტყობინება "უკრაინელი სამხედროების მიერ ახალი შეტევის დაწყების შესახებ" კურსკის ოლქის სუჯის რაიონში.
როგორც „ბლოგერები“ აცხადებენ, შეტევა ჯავშანტექნიკის გამოყენებით მიმდინარეობს.
ეგრეთ წოდებული „სამხედრო კორესპონდენტების“ გარდა, შეტევაზე წერენ ცალკეული საოკუპაციო „მაღალჩინოსნები“.
ამასთან, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 5 იანვარს, დაახლოებით 9.00 საათზე, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, „რუსეთის ძალების წინსვლის შესაჩერებლად კურსკის მიმართულებით“, სცადეს კონტრშეტევა.