აშშ-ს ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე და რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი X-ზე წერს, რომ კონგრესმენებთან სტივ კოენთან [დემოკრატიული პარტია], რიჩარდ ჰადსონთან [რესპუბლიკური პარტია] და მარკ ვეზისთან [დემოკრატიული პარტია] ერთად, 119-ე მოწვევის კონგრესში, “MEGOBARI აქტი” ხელახლა წარადგინა.
როგორც უილსონი აღნიშნავს, მათი უპირველესი პრიორიტეტია, დარწმუნდნენ, რომ ქართული კოშმარი დასრულდება.
"დღეს მე სენატორებთან სტივ კოენთან, რიჩარდ ჰადსონთან და მარკ ვეზისთან ერთად, 119-ე მოწვევის კონგრესში ხელახლა წარვადგინე MEGOBARI აქტი, როგორც H.R. 36 [რედ. კანონპროექტის ნომერი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში]. ჩვენი უპირველესი პრიორიტეტია, რომ უზრუნველვყოთ ქართული კოშმარის დასრულება და რომ აგრესორების ღერძმა შეწყვიტოს საქართველოს ხალხის ტერორი" - წერს ჯო უილსონი.
„MEGOBARI აქტი“ ასახავს სანქციებს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების წინააღმდეგ.
კონგრესენი სტივ კოენი ასევე წარადგენს კანონმდებლობას, რომელიც დამტკიცების შემთხვევაში, აშშ-ს აუკრძალავს „ქართული ოცნების“ საქართველოს ლეგიტიმურ მთავრობად აღიარებას.
კონგრესმენების მედიასთან შეხვედრის შემდეგ, აშშ-ში მომუშავე აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა ალექს რაუფოღლუმ ასევე დაწერა - "საქართველოს შესახებ ახალი კანონპროექტები ითვალისწინებს ქართული ოცნების ყველა ოფიციალური პირისა და მათი ახლო ნათესავების სრულ შემოწმებას კორუფციის ან საქართველოს სუვერენიტეტის შელახვის მცდელობისთვის და თუ დადგინდა, რომ ისინი მონაწილეობდნენ რომელიმე მათგანში - ისინი დაექვემდებარებიან სანქციებს, ამბობენ ავტორები. მეგობარი აქტი".