მომღერალმა ლელა წურწუმიამ კონცერტისგან მიღებული ჰონორარი ნანუკას ფონდში ჩარიცხა პატიმრების ოჯახების დასახმარებლად.
ინფორმციას სოციალურ ქსელში ნანუკა ჟორჟოლიანი ავრცელებს.
ლელა წურწუმიას მიერ ფონდში გადარიცხული თანხის ოდენობა 10 000 ლარს შეადგენს.
"გუშინდელი კონცერტიდან მიღებული ჰონორარი ლელა წურწუმიამ უკვე ჩარიცხა ფონდში. შობას ჩაერიცხებათ ოჯახებს და დეტალურ ინფორმაციას მოგაწოდებთ.
ლელა, მადლობა!", - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.