საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ეკონომიკური ზრდის წინასწარ შეფასებას აქვეყნებს.
წინასწარი შეფასებით, 2024 წლის ნოემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 7.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2024 წლის პირველი 11 თვის საშუალო მაჩვენებელი 9.4 პროცენტით განისაზღვრა.
საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის ნოემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები, ინფორმაცია და კომუნიკაცია, ტრანსპორტი და დასაწყობება.
კლების ტენდენცია დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობის სექტორში.