თბილისის სააპელაციო სასამართლომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ, ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებაზე შეტანილი სარჩელი დააკმაყოფილა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ილიაუნის კანცლერი, ქეთევან დარახველიძე წერს.
მისი თქმით, სააპელაციო სასამართლო არ იზიარებს ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებას.
"ილიაუნის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა.
აპელაციის საბჭო არ იზიარებს ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებას. ავტორიზაციის საბჭო ვალდებულია ხელახლა განიხილოს ილიაუნის ავტორიზაციის საკითხი.
დიდი მადლობა აპელაციის საბჭოს სამართლიანი გადაწყვეტილებისთვის!" - წერს დარახველიძე სოციალურ ქსელში.
ცნობისათვის, განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის ავტორიზაციის საბჭომ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს ავტორიზაცია 1 წლის ვადით, ამ დროის გასვლის შემდეგ, მონიტორინგის შუამდგომლობით მიანიჭა.