ბიძინა ივანიშვილი თავისი ოჯახით თითოეულ ქართველს გვაძლევს მაგალითს, ქვეყნის სიყვარული არის უდიდესი ჯილდო, მას ასეთი მიდგომა აქვს, – ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
„ბიძინა ივანიშვილი დე ფაქტოდ ისედაც დასანქცირებული იყო. რისთვის? – იმისთვის, რომ ამ კაცმა ქვეყანა არ გაყიდა და უარი არ თქვა ქვეყნის ინტერესების დაცვაზე. ამის გამო დაასანქცირეს. ჩვენებურად, პატრიოტების ენაზე, ეს ჯილდოა ამ ადამიანისათვის, რადგან მან ქვეყანა დაიცვა. გუშინ ივანიშვილთან საუბრის შესაძლებლობა გვქონდა და მის განწყობასაც გეტყვით – დიდი ხანია, დასანქცირებული ვარ და ჩემთვის ეს არაფერს წარმოადგენსო. ქვეყნის სიყვარული არის უდიდესი ჯილდო და მას ასეთი მიდგომა აქვს. ეს კაცი თავისი ოჯახით თითოეულ ქართველს მაგალითს გვაძლევს“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.