ცივილიზებული სამყარო მხარს უჭერს ქართველ პატრიოტებს, თავისუფლებისთვის მებრძოლებს, რომლებიც მშვიდობიანი წინააღმდეგობით გაიმარჯვებენ, - ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი X-ზე წერს.
"მშვიდობიანი პროტესტი ყველაზე ეფექტურია მარტინ ლუთერ კინგის და ვაცლავ ჰაველის ტრადიციებში. ომის დამნაშავე პუტინს ძალადობა სურს შემდგომი ჩაგვრის მიზნით! ცივილიზებული სამყარო მხარს უჭერს ქართველ პატრიოტ, თავისუფლებისთვის მებრძოლებს, რომლებიც მშვიდობიანი წინააღმდეგობით გაიმარჯვებენ, როგორც ბუქარესტში, როცა ჩაუშესკუ გაიქცა!" - წერს უილსონი.