„ქართული ოცნება“ მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციას დღეს პარლამენტის სხდომათა დარბაზში გამართავს.
ინაუგურაციის ცერემონია 11:00 საათზე დაიწყება და 40 წუთს გაგრძელდება.
მიხეილ ყაველაშვილი ფიცს დადებს პრეზიდენტის ინაუგურაციისთვის სპეციალურად დაბეჭდილ საინაუგურაციო კონსტიტუციაზე, რომელიც პარლამენტის მუზეუმში შეინახება.
ინაუგურაციას დაესწრებიან პრეზიდენტის საარჩევნო კოლეგიის წევრები, რომელშიც შედიან პარლამენტის წევრები, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და ასევე აჭარისა და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები, საქართველოს მთავრობა, კონსტიტუციური ორგანოები, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები.