შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს ყოფილი უფროსი ირაკლი შაიშმელაშვილი „ნოდარ მელაძესთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ადამიანები, რომლებიც აქციაზე არეულობას ქმნიან, აქციის მონაწილეები არ არიან.
„საზოგადოებამ რომ იცოდეს, ესენი არ არიან აქციის მონაწილეები. [ესენი არიან] 500 და 1000 ლარად შეგზავნილი პროვოკატორები, რომლებიც სპეციალურად და მიზანმიმართულად იგინებიან და ისვრიან, რომ მერე მთლიანი აქცია მახინჯად და დემონიზებულად აქციონ.
აქციაზე ძალიან განათლებული ახალგაზრდობა დგას და ძალიან ღირებულებებით სავსე ადამიანები. ახალგაზრდები, გესაუბრებიან ჯავახიშვილის ციტატებით. აი, წადით, ჩაწერეთ მაღალი თანამდებობების პირები, ვინ იყო მიხეილ ჯავახიშვილი იმას ვერ გეტყვიან, არათუ, მისი შემოქმედება იცოდნენ.
მაგრამ იქ არიან ცალკეული ჯგუფები, რომლებიც შედიან აქციაში და მთლიანად აქცია ხდება ძალადობრივი და ადამიანი, რომელიც იქ აბსოლუტურად მშვიდობიანად იყო მისული, შეიძლება ამას აყვეს", – განაცხადა ირაკლი შაიშმელაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში. ინტერვიუ შაიშმელაშვილის უცხოეთში გამგზავრებამდე ჩაიწერა.