სანამ ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები ყოყმანობენ და საუბრობენ, აშშ ახორციელებს ზომებს საქართველოში თავისუფლებასა და დემოკრატიაზე თავდასხმის წინააღმდეგ - ამის შესახებ გერმანიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი სოციალურ ქსელში წერს და აშშ-ის მიერ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ფინანსური სანქციების დაწესებას ეხმიანება.
"ბოლოს და ბოლოს როდის ავიღებთ მეტ პასუხისმგებლობას მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე ჩვენს კონტინენტზე? სანამ ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები ყოყმანობენ და საუბრობენ, აშშ ახორციელებს ზომებს საქართველოში თავისუფლებასა და დემოკრატიაზე თავდასხმის წინააღმდეგ! მადლობა აშშ!
საქართველოს თავისუფლებისთვის მებრძოლებს ჩვენ ახლა ვჭირდებით!" - წერს როთი.