მივესალმები მომავალ დიქტატორ ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებას, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი წერს.
"მივესალმები მომავალ დიქტატორ ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებას. მე ამის შესახებ 2020 წელს განვუცხადე რესპუბლიკური კვლევის კომიტეტს.
ივანიშვილს სძულს ამერიკა და უყვარს ჩინეთი და ირანი. ის საქართველოს სუვერენიტეტისა და დემოკრატიის განადგურებას გეგმავს. საქართველოს სასწრაფოდ სჭირდება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები," - წერს ჯო უილსონი.