ამერიკელი კონგრესმენი, ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე ჯო უილსონი სოციალურ ქსელში მორიგ განცხადებას აქვეყნებს საქართველოსთან დაკავშირებით.
"რატომ იყო ქართველი ირაკლი კობახიძე რამდენიმე თვის წინ ირანში, ირანის რევოლუციური გაერთიანების, "ჰეზბოლას: და "ჰამასის" ლიდერებთან ერთად? იგივე ტერორისტები აქტიურად გეგმავდნენ დონალდ ტრამპის მკვლელობას და ყოველ დღე გამოდიან ამერიკის სიკვდილი მოწოდებით. ჩვენ გხედავთ. ამერიკა არ მოტყუვდება", - წერს უილსონი.