საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას საპროტესტო დემონსტრაციებთან დაკავშირებით, რომელიც ერთი თვეა თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა ქალაქში მიმდინარეობს, ანგარიშს აქვეყნებს.
საიას განცხადებით, 28 ნოემბრიდან საპოლიციო ძალების მხრიდან სახეზეა დანაშაულებრივი ოპერაცია მოქალაქეების წინააღმდეგ. მათ შორისაა, წამება, არაადამიანური მოპყრობა.
"2024 წლის 28 ნოემბრიდან ერთი თვე გავიდა, რაც საქართველო ფართომასშტაბიანი, ლეგიტიმური და ყოველდღიური პროტესტის ტალღამ მოიცვა. ამ დემონსტრაციებმა თბილისში და სხვა ქალაქებში ასობით ათასი მოქალაქე გააერთიანა.
2024 წლის 28 ნოემბრიდან საპოლიციო ძალების მიერ ძალადობის მასშტაბი და ორგანიზებულობა ამტკიცებს, რომ სახეზეა დანაშაულებრივი ოპერაცია სამოქალაქო ჩართულობის წინააღმდეგ:
წამება, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა დემონსტრანტების მიმართ;
ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის მექანიზმების ბოროტად გამოყენება;
მედიაზე მიზანმიმართული დევნა და ძალადობა; არაფორმალური კრიმინალური დაჯგუფებების თავდასხმები;
უკანონო დაკავებები და ჩხრეკები საჯარო სივრცეებსა და პირად საკუთრებაში", - წერია განცხადებაში.
ანგარიში სრულად