ევროკავშირმა და სხვებმა უნდა გადაწყვიტონ, ვის მიიჩნევენ საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად - ამის შესახებ შვედეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი და საგარეო ურთიერთობების საკითხებში ევროპული საბჭოს თანათავმჯდომარე, კარლ ბილდტი სოციალურ ქსელში წერს.
"გრძელდება მასობრივი პროტესტი თბილისსა და საქართველოს სხვა ადგილებში. სიტუაცია პიკს 29 დეკემბრის შემდეგ მიაღწევს. შემდეგ ევროკავშირმა და სხვებმაც უნდა გადაწყვიტონ, ვის მიიჩნევენ საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად", - წერს კარლ ბილდტი.