პროკურატურის განცხადებით, არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ასევე არასრულწლოვანს ბრალდება წარედგინა.
"შსს-ს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 23 დეკემბერს, თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 14 წლის ბრალდებულმა 16 წლის არასრულწლოვანს განზრახ სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანება მიაყენა.
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19.109 -ე მუხლის "ე" ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი არასრულწლოვნის მიმართ) წარედგინა.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს". - წერია განცხადებაში.