ტელეწამყვანმა ნანუკა ჟორჟოლიანმა "მთავარი არხი" დატოვა. ინფორმაციას ჟორჟოლიანი "რადიო თავისუფლებასთან" ადასუტრებს.
მისი თქმით, გეგმავს სხვა ოპოზიციურ არხზე გადასვლას, რისთვისაც მოლაპარაკებებს მართავს როგორც ტელეკომპანია "ფორმულასთან", ისე ტელეკომპანია "პირველთან".
"ზუკა [გუმბარიძესაც] შევხვდი და ვატო [წერეთელსაც] და ახლა გადავწყვეტ, რომელ არხს ავირჩევ", - უთხრა მან რადიო თავისუფლებას.
ნანუკა ჟორჟოლიანი "მთავარი არხის"დატოვების მიზეზებზე ჯერჯერობით არ საუბრობს.