მადლობა ყველას, ვისაც შევხვდი ამ კვირის განმავლობაში. მქონდა გულწრფელი, კონსტრუქციული დისკუსიები ყველასთან, ვინც დამთანხმდა და შემხვდა – სამოქალაქო საზოგადოება, სახალხო დამცველის აპარატი, მთავრობა ოპოზიცია, საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლები თბილისში, – ამის შესახებ ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა, ალენ ბერსემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, დიალოგი არის ქვაკუთხედი ნებისმიერი ფუნქციური დემოკრატიის.
„ეს არის კრიტიკული დრო საქართველოსთვის. საქართველო სავსეა პოლიტიკური დაძაბულობით და პოლარიზებული საჯარო დებატით, მაღალი დონის ძალადობით. მე აქ ვარ უპირატესად და უპირველესად იმისთვის, რომ მხარდაჭერა გამოვუცხადო საქართველოს, საქართველოს მოქალაქეებს. ისინი იმსახურებენ სტაბილურ, დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრებას. როგორც მოგეხსენებათ, 25 წელია, საქართველო ევროსაბჭოს სრული, ძვირფასი წევრია. რადგანაც გენერალური მდივანი გახლავართ, აქ არ ვარ არჩევნების ლეგიტიმაციისთვის ჩამოსული, ეს სხვა კომპეტენტური ინსტიტუციების გასაკეთებელია და არსებობს ან დაიწერება დასკვნები, რომლებიც არჩევნების დაკვირვებას ეხება. ჩემი, როგორც გენერალური მდივნის მხრიდან დიდი უპასუხისმგებლობა იქნება, რომ აქ არ ვიყო, არ დავდგე ხალხის გვერდით. მიმდინარე პოლიტიკური კრიზისი მხოლოდ იმით შეიძლება იქნას გადაჭრილი, თუ დავიცავთ დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის ფუნდამენტურ პრინციპებს.
მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, ვისაც შევხვდი ამ კვირის განმავლობაში. მქონდა გულწრფელი, ღია, კონსტრუქციული დისკუსიები ყველასთან, ვინც დამთანხმდა და შემხვდა – სამოქალაქო საზოგადოება, სახალხო დამცველის აპარატი, მთავრობა ოპოზიცია, საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლები თბილისში. ჩემი ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი პირობა იყო, რომ შევხვედროდი ყველას. დიალოგი არის ქვაკუთხედი ნებისმიერი ფუნქციური დემოკრატიის. ჩემი ვიზიტის განმავლობაში აღვნიშნე ნიკა გვარამიას გათავისუფლება, ასევე შევხვდი ალეკო ელისაშვილს“, – განაცხადა ალენ ბერსემ.