შეერთებულმა შტატებმა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, მირზა კეზევაძე გლობალური მაგნიტსკის სიაში შეიყვანა.
ინფორმაცია აშშ-ს ფინანსთა სამინისტროს ვებგვერდზე დღეს, 19 დეკემბერს გამოქვეყნდა.
შეგახსენებთ, ცოტა ხნით ადრე, ბრიტანეთმა შინაგან საქმეთა მინისტრს და პოლიციის მაღალჩინოსნებს სანქციები დაუწესა.
სანქცირებულთა სიაში არიან ვახტანგ გომელაური, ალექსანდრე დარახველიძე, სულხან თამაზაშვილი, ზვიად ხარაზიშვილი ("ხარება") და მილერი ლაგაზაური.
მაგნიტსკის აქტი აშშ-ში 2012 წლის დეკემბერში მიიღეს. სანქცები შეეხო რუსეთის მოქალაქეებს, რომლებსაც ბრალი ადამიანის უფლებების დარღვევებში ედებათ.
მოგვიანებით აქტს მიეცა კანონის გლობალური სტატუსი, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს სანქციები გამოყენებული უნდა იყოს ყველა ქვეყნის მიმართ, რომელთა მოქალაქეებიც ადამიანის უფლებების დარღვევაში იქნებიან დადანაშულებულნი.