შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი სოლიდარობას უცხადებს აქციების დროს დაზარალებულ და დაკავებულ მოქალაქეებს. ამის შესახებ ნათქვამია უნივერსიტეტის განცხადებაში, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა.
"საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი სოლიდარობას უცხადებს აქციების დროს დაზარალებულ ყველა მოქალაქეს, მათ შორის ჩვენს კურსდამთავრებულებს - გიორგი მახარაძეს, თათა თავდიშვილს, გიორგი ნაკაშიძეს, ირაკლი
სირბილაშვილს, გიორგი ბახუტაშვილს, ავთო დიასამიძეს და სხვებს.
მხარს ვუჭერთ დაკავებულებზე კანონით გათვალისწინებული მაქსიმალური შეღავათების გავრცელებას მათი პატიმრობიდან განთავისუფლების მიზნით. მათ შორის მსახიობებზე - ანდრო ჭიჭინაძესა და ვეფხია კასრაძეზე", - წერია განცხადებაში.