ევროპული საბჭოს გენერალური მდივნის, ალენ ბერსეს დელეგაციის შეხვედრა პროდასავლურ ოპოზიციურ პარტიებთან დასრულდა.
„გახარია - საქართველოსთვის წევრმა, ანა ბუჩუკურმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ადელეგაციის საქართველოშიყოფნა „ოცნების“ მხრიდან უკვე გამოიყენება პროპაგანდისთვის, რომ თითქოს ხდება ლეგიტიმაცია.
„ინფორმაცია მივაწოდეთ დეტალური, მათ შორის, დოკუმენტირებული, ფოტოსურათებით, ვიდეო დოკუმენტაცია, ასეულობით დასჯილი, ნაცემი და დაკავებული ადამიანების შესახებ. გარდა ამისა, დეტალურად მივაწოდეთ ინფორმაცია დაჩქარებული წესით საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ, რომელიც ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ე.წ პარლამენტმა დაჩქარებულად მიიღო.
ჩვენმა გუნდმა შეხვედრა დავიწყეთ იმით, რომ მათი აქ ყოფნა ოცნების მხრიდან უკვე გამოიყენება პროპაგანდისთვის, რომ თითქოს ხდება ლეგიტიმაცია. ელემენტარულია, რომ ეს წარმომადგენლობა და ზოგადად საბჭო არ არის ის ორგანიზაცია, რომელიც საერთოდ უფლებამოსილია და რომლის მანდატშიც შედის მსგავსი გადაწყვეტილების მიღება და ვინმესთან ხელის ჩამორთმევით ლეგიტიმაციის მიცემა. ჩვენ მათ ვუთხარით, რომ ეს მძიმე პროპაგანდისთვის გამოიყენება და რა თქმა უნდა, მოვუწოდეთ და ვთხოვეთ, რომ რაც შეიძლება დროულად და მკაფიოდ განცხადება გააკეთონ მათი ვიზიტის მიზნებისა და მათი მანდატის შესახებ“, - განაცხადა ბუჩუკურმა„ფორმულასთან“ საუბრისას.
ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი საქართველოში დელეგაციასთან ერთად 17 დეკემბერს ჩამოვიდა, ვიზიტი კი 21 დეკემბერს დასრულდება.