ქართველ ხალხს, რომელიც ქუჩაშია ევროკავშირის დროშებით, არ მივატოვებთ. ეს არის ჩვენი მკაფიო გზავნილი და ასე იქნება 2025 წელსაც - ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ ბრიუსელში, ევროპული საბჭოს სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.
"თქვენ შეგიძლიათ ელოდოთ ძლიერ სიგნალს პარლამენტისგან. თქვენ იხილეთ რეზოლუცია, რომელიც ჩვენ მივიღეთ და რომელიც ეხება ჩვენს შეშფოთებას არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით. ჩვენი მოწოდებაა ქართველებისადმი, რომ არ გადაუხვიონ ევროპული გზიდან. მე უკვე წლებია, რაც ევროპულ საბჭოებზე დავდივარ ამ საბჭოებზე ერთი რამ დომინირებს: ჩვენ მივეცით პირობა იმ ადამიანებს, რომლებიც ევროპას უყურებენ, როგორც მათ სახლს, რომ კარს არ მივუხურავთ და ეს ეხება ქართველ ხალხსაც, რომელიც ისევ ქუჩაშია ევროკავშირის დროშებით და ჩვენ მათ არ მივატოვებთ. ეს არის ჩვენი მკაფიო გზავნილი და ასე იქნება 2025 წელსაც." აღნიშნა რობერტა მეცოლამ.