ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა მოუწოდებს ევროკავშირის 27-ვე წევრ ქვეყანას, მიაღწიონ შეთანხმებას საქართველოსთან დაკავშირებით სანქციებზე. ამის შესახებ მეცოლამ ევროპარლამენტის სხდომაზე განაცხადა.
ამასთან, რობერტა მეცოლას თქმით, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტის სხდომაზე მიიწვია.
"ევროპარლამენტი სოლიდარობას უცხადებს ქართველ ხალხს, რომელიც ორი კვირაა გამოდის თბილისისა და საქართველოს ქალაქების ქუჩებში მშვიდობიანად და ენერგიულად ითხოვს ევროპულ მომავალს, აფრიალებენ ევროკავშირის დროშას, როცა წყლის ჭავლის პირისპირ აღმოჩნდებიან.
მივმართავ ქართველ ხალხს, ჩვენ გხედავთ, ჩვენ გვესმის თქვენი და ჩვენ ვდგავართ თქვენს გვერდით.
ეს პარლამენტი გმობს რეპრესიებს საქართველოს ოპოზიციის მიმართ და ძალის გამოყენებას მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეების მიმართ, რომელიც შეუთავსებელია საქართველოს ევროინტეგრაციის გზასთან.
ჩვენ მოვუწოდებთ გადამწყვეტი ქმედებებისკენ, მათ შორის სანქციების დაწესებისკენ იმ პირების წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებელია ამ დარღვევებზე და ვთხოვთ ყველა 27 წევრ ქვეყანას, გაერთიანდნენ და მიაღწიონ შეთანხმებას ამ ზომებზე.
ჩვენ მოვიწვიეთ სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტში. ჩვენ მასთან ერთად ვმსჯელობთ, რათა შევარჩიოთ ფორმატი," - განაცხადა მეცოლამ.