"რადიო თავისუფლების" ინფორმაციით, ევროკავშირის საბჭომ ევროკომისიას ოფიციალური წინადადების მომზადება დაავალა ქართული დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლის გაუქმების შესახებ.
ევროკავშირის საბჭომ ევროკომისიას დაავალა, რომ ამ საკითხზე ფორმალური დოკუმენტი წარადგინოს.
“რადიო თავისუფლების” წყაროს ცნობით, ევროკომისიას ამასთან დაკავშირებით უკვე დაწყებული ჰქონდა მუშაობა და ოფიციალურ დოკუმენტს უახლოეს დღეებში წარადგენს.