მივმართავ, ჩემს სისხლსა და ხორცს, ჩემი შვილების თაობას, ხელს გიწოდებ, გაანალიზე, ჩვენ ამის გვჯერა, - ამის შესახებ არჩეულმა პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ტვ იმედის ეთერში განაცხადა.
„მივმართავ, ჩემს სისხლსა და ხორცს, ჩემი შვილების თაობას და ჩემს თაობას... ხელს გიწოდებ, გაანალიზე, ჩვენ ამის გვჯერა. ჩვენ გვჯერა ქართველი ადამიანის, რომ ის დაფიქრდება, რაც არ უნდა მტკივნეული იყოს, მაინც სიყვარული გაიმარჯვებს.
აი, ეს ძალა აქვს სარწმუნოებას.
რატომ გვიყვარს ჩვენ, ჩვენი საპატრიარქო და ჩვენი სარწმუნოება, ქრისტე და ქრისტიანობა? იმიტომ, რომ საშუალებაც მაძლევს, რომ მოვინანიო, ბოდიში მოვიხადო, შეცდომა ვაღიარო. იმ ადამიანებს უპირისპირდები, ვინც ბოდიშს დაუპირისპირდა. მათ ეს არ აქვთ, როგორ შეიძლება სინანულის გრძნობა არ გქონდეს“, - განაცხადა ყაველაშვილმა.