ესტონეთმა სანქციები დაუწესა ირაკლი კობახიძეს და კიდევ 13 ქართველ თანამდებობის პირს. ამის შესახებ სოციალ ქსელში ინფორმაციას ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა ავრცელებს.
"ქართული ხელისუფლების მიერ პროტესტის მონაწილეების, ჟურნალისტებისა და ოპოზიციის ლიდერების მიმართ განხორციელებული ძალადობა დანაშაულებრივია და ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებებს. მოვუწოდებ ევროკავშირის ყველა ქვეყანას, რეაგირება მოახდინოს და შესაბამისი ქმედებები გაატაროს", – წერს მარგუს ცაჰკნა.
ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სანქცირებულთა სრული სია არ გაუსაჯაროებია.
შეგახსენებთ, 2 დეკემბერს ესტონეთმა, ლიეტუვამ და ლატვიამ ქვეყანაში შესვლა აუკრძალეს ბიძინა ივანიშვილსა და შსს-ს მაღალჩინოსნებს, მათ შორის, შს მინისტრ გომელაურს.