"რადიო თავისუფლების" ევროპის ბიუროს რედაქტორმა, რიკარდ იოზვიაკმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ევროკავშირის მაღალი თანამდებობის პირი ადასტურებს საქართველოს საკითხის განხილვას ორშაბათს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე.
განხილვების ფარგლებში შესაძლებელია ახალი ზომების მიღება საქართველოს მიმართ.
"ევროკავშირის მაღალი თანამდებობის პირი აცხადებს, რომ ორშაბათს ბლოკის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს საკითხზე იმსჯელებენ და "შესაძლოა ახალი ზომები მიიღონ
ორი რამ არის მაგიდაზე ორშაბათისთვის: ინდივიდუალური სანქციები ევროკავშირის გლობალური "მაგნიცკის" სიის ფარგლებში - [რომელსაც] სავარაუდოდ უნგრეთი დაბლოკავს და შესაძლო ვიზალიბერალიზაციის შეჩერება საქართველოს დიპლომატიური პასპორტის მფლობელებისთვის", - წერს იოზვიაკი.