მომღერალი ირმა სოხაძე ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერიდან ხელისუფლებას მიმართავს.
„ქართველი არ გამოვა ქუჩაში არც სოციალური, არც უმუშევრობის თემით, არც შეჭირვების გამო, არც დაბალი ხელფასების, არც რომ არაფერში არ წერია ისეთი სოციალური შემწეობის გამო. მეტსაც გეტყვით: გაყალბებული არჩევნების გამოც კი არ დადგება ქართველი აი, ასე სახლში რომ აღარასოდეს წავიდეს.
ერთადერთი თემა, რაზეც წითელი ენთება ქართველებს, ეს არის მისი თავისუფლების, დამოუკიდებლობის და ევროკავშირის, ევროპული ინტეგრაციის გზიდან გადახვევის თემა და რაღა ამას აკეთებთ?“, - ამბობს სოხაძე.