„მოკლედ, ტრამპმა ჩვენი ამბები მაკრონს და არა ორბანს ჩააბარა. ასე რომ ამ ამბავშიც დაგერხათ“, - ასე მიმართავს „ქართულ ოცნებას“ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიგი უგულავა სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, დღეს საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი „ქართული ოცნების“ საპატიო თვმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს ტელეფონით ესაუბრა.