დღეს დაბა კაზრეთში უცნობი პირი თავს დაესხა საჯარო სკოლის თანამშრომელს და სამართებლით სახეზე ჭრილობა მიაყენა, - ინფორმაციას ამის შესახებ მედია-პლატფორმა’მაუწყებელი“ ავრცელებს.
„დღეს დაბა კაზრეთში უცნობი პირი თავს დაესხა საჯარო სკოლის თანამშრომელს და სამართებლით სახეზე ჭრილობა მიაყენა.
30 წლის ფიქრია ეპიტაშვილს თავდამსხმელი უკნიდან მიეპარა.
“გაა**ი შენ საყვარელ ევროპაში შენნაირ აგენტებთან” - უთხრა უცნობმა პირმა მას და ჭრილობა მიაყენა.
უკანასკნელ დღეებში, "ქართულ ოცნებასთან" დაკავშირებული პირები ფიზიკურად უსწორდებიან რეჟიმისადმი კრიტიკულად განწყობილ მოქალაქეებს“, - წერს მედიასაშუალება.