დღეს 11 დეკემბერს, მოსამართლე ზვიად ცეკვავამ 11 ადამიანი ცნო სამართალდამრღვევად 10 ნოემბერს ჭავჭავაძის გამზირის გადაკეტვის გამო. მათ შორის 8 ადამიანს, მაქსიმალური 500-ლარიანი ჯარიმა დააკისრა, ხოლო 3-ის შემთხვევაში სიტყვიერი გაფრთხილებით შემოიფარგლა.
შსს-მ წარმოადგინა ე.წ. მტკიცებულებები და დისკი, რომელიც იყო წარმოდგენილი, საბოლოო ჯამში აღმოჩნდა ცარიელი. ამ სტანდარტით ხელმძღვანელობენ. შემდეგ გაიქცნენ, მოიტანეს, თითქოს რაღაცა ხარვეზი ჰქონდა, მერე თქვენი დისკი მოგვეცითო, ჩვენივე დისკით უნდოდათ ჩვენი გასამართლება",- ამბობს ნიკუშა ფარულავა.
დღეს სასაამრთლოზე არ ყოფილა არანაირი მტკიცებულება. 18 წლის გოგო დააჯარიმეს მხოლოდ იმის გამო, რომ აქციაზე იმყოფებოდა. ყველას კარგად იცის, რომ ათასობით ადამიანი იყო ამ აქციაზე და გზა ხელოვნურად არ გადაკეტილა", - განაცხადა ადვოკატმა ლაშა ტყეშელაძემ.
10 ნოემბერს ჭავჭავაძის გადაკეტვის გამო სასამართლომ ათობით ადამიანი ცნო სამართალდამრღვევად.