ევროკავშირის მხრიდან საქართველოს დიპლომატიური პასპორტის მფლობელებისთვის უვიზოს შეჩერების განხილვის ფონზე, "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, თინა ბოკუჩავა მიიჩნევს, რომ ევროკავშირი მხოლოდ სავიზო შეზღუდვებით არ შემოიფარგლება.
„მხოლოდ სავიზო შეზღუდვებით არ შემოიფარგლება. ეს იქნება, მათ შორის, ფინანსური სანქციები ივანიშვილზე და მის გარემოცვაზე და დიდი ალბათობით, უმოკლეს ვადებში დაუწესებს აშშ ფინანსურ სანქციებს ივანიშვილს იმ ძალადობრივი, რეპრესიული მოქმედებების გამო, რასაც ვხედავთ განსაკუთრებით ბოლო ორი კვირის მანძილზე და იმის გამო, რომ მან და მისმა კრიმინალურმა დაჯგუფებამ გააყალბა არჩევნები და შემდგომ ცდილობს, რომ ქვეყანას წაართვას ევროატლანტიკური მომავალი, - ამბობს თინა ბოკუჩავა.