გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილისა და უნგრეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის, პიტერ სიიარტოს შეხვედრას ეხმიანება.
როთი აღნიშნავს, რომ უნგრეთის მთავრობას ევროკავშირის შიგნიდან განადგურება სურს.
უნგრეთის მთავრობას ევროკავშირის შიგნიდან განადგურება სურს. რუსეთს სურს ევროკავშირის გარედან განადგურება. მათ არ უნდა მიაღწიონ წარმატებას. ამიტომ ჩვენ ახლა გვჭირდება ეროვნული ზომები იმ პირების მიმართ, ვინც პასუხისმგებელა საქართველოში გაყალბებულ არჩევნებსა და მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობაზე“, - წერს მიხაელ როთი.