ევროპარლამენტარი, ნატალი ლუაზო საქართველოში მიმდინარე პროტესტს ეხმიანება და წერს, რომ “საქართველოში გრძელდება დემონსტრაციები დემოკრატიის უარყოფის წინააღმდეგ, რაც მმართველი პარტიის მიერაა თავსმოხვეული.“
"მთელს საქართველოში გრძელდება დემონსტრაციები დემოკრატიის უარყოფის წინააღმდეგ, რაც მმართველი პარტიის მიერაა თავსმოხვეული. საქართველოს სურს თავისუფლად ცხოვრება, თავისი ლიდერების არჩევა თაღლითობის გარეშე და ევროპისკენ შეტრიალება. საქართველო რუსეთი არაა", - წერს ნატალი ლუაზო.