შატო მუხრანი, ქვეყანაში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, 15 დეკემბერს დაგეგმილ საშობაო ბაზარს აუქმებს.
"ძვირფასო სტუმრებო, საქართველოში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, გავაუქმოთ 15 დეკემბერს შატო მუხრანში დაგეგმილი საშობაო ბაზრობა. ეს გადაწყვეტილება მიღებულია ჩვენი სტუმრების, პარტნიორებისა და გუნდის კეთილდღეობისათვის. ბოდიშს გიხდით ნებისმიერი უხერხულობისთვის და ვაფასებთ თქვენს თანადგომას. გმადლობთ, თქვენი მუდმივი მხარდაჭერისთვის. დარჩით უსაფრთხოდ და გაუფრთხილდით თავს!", - წერია განცხადებაში.