ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაელ როთი თბილისში მიმდინარე პროცესებს ეხმიანება და ევროკავშირის ლიდერებს – ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასს, ევროკომისარს გაფართოების საკითხებში მარტა კოსს და ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, ანტონიო კოშტას საქართველოში ვიზიტისკენ მოუწოდებს.
„რას იტვით, ბოლოს და ბოლოს, რომელიმე თქვენგანი იქნებ თვითმფრინავში ჩაჯდეს და თბილისში ჩაფრინდეს, ძვირფასო ურსულა ფონ დერ ლაიენ, კაია კალას, მარტა კოს, ანტონიო კოშტა. ხალხი იქ დემონსტრაციებს არა დამატებითი დასვენების დღეების ან უფრო მაღალი პენსიისთვის, არამედ ჩვენი ევროპული ღირებულებებისთვის აწყობს. უკვე დაგავიწყდათ?’”, – წერს მიხაილ როთი.