პედიატრი კოტე ჩახუნაშვილი დაკავებულია.
"დააკავეს მე-3 იზოლატორშიო, 173- მუხლითო" , - წერს ჩახუნაშვილის მეგობარი სოციალურ ქსელში.
173- მუხლი ითვალისწინებს სამართალდამცავი ორგანოს მუშაკის ან სამხედრო მოსამსახურის და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას.
ხსენებული მუხლი ითვალისწინებს ჯარიმას 400 ლარის ოდენობით ან გამასწორებელ სამუშაოებს ვადით ერთიდან ექვს თვემდე.
ექიმის მანქანა ოჯახის წევრებმა ნუცუბიძის ქუჩაზე მიტოვებული იპოვეს.