მედიის წარმომადგენლებმა, რომლებიც რესპუბლიკის მოედანზე იყვნენ შეკრებილები, საპროტესტო მსვლელბით პარლამენტთან გადაინაცვლეს.
რესპუბლიკის მოედანზე მედიის წარმომადგენლები მედიის მიმართ ძალადობის გასაპროტესტებლად იყვნენ შეკრებილები. საიდანაც რუსთაველის გამზირისკენ დაიძრნენ და პარლამენტთან ნაძვის ხის კონსტრუქციაზე ნაცემი ჟურნალისტებისა და აქტივისტების ფოტოები მიამაგრეს.
შეგახსენებთ, გუშინ "ტვ პირველის" ჟურნალისტს, მაკა ჩიხლაძესა და მის ოპერატორს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ.