ახლა გაგაძევებ, ნუ ტლიკინებ,მართლა, ნაცი რომ ხარ, არ გაქვს ტლიკინის უფლება, - ასე მიმართა ირაკლი კობახიძემ BMG-ის ჟურნალისტს თელარა გელანტიას ბრიფინგზე.
მანამდე ჟურნალისტმა ჰკიხვა, "რა მოიგეთ", კობახიძემ უპასუხა: "არჩევნები მოვიგეთ". თელარა გელანტიამ უთხრა - "არჩევნები, რომელსაც არავინ გილოცავთ". ჟურნალისტის ამ რეპლიკაზე კობახიძემ აღნიშნა, რომ "თქვენ მომილოცეთ დღეს და რაღად მინდა სხვისი მოლოცვა". თელარა გელანტიას რეპლიკამ - "არ გინდათ ეს იაფფასიანი ირონია", ივანიშვილის პრემიერი გააღიზიანა.
"ახლა გაგაძევებ, ნუ ტლიკინებ,მართლა, ნუ ტლიკინებ. გაგაძევებ, თუ გააგრძელებ ტლიკინს, ნაცი რომ ხარ, არ გაქვს ტლიკინის უფლება, მიუხედავად იმისა, რომ კოლეგებმა მიგაჩვიეს ამას" - მიმართა კობახიძემ BMG-ის ჟურნალისტს.
მანამდე, კობახიძე მიმართავდა თელარა გელანტიას, ეთქვა, აღიარებდა თუ არა მის პრემიერობას, წინააღმდეგ შემთხვევაში კითხვაზე პასუხს არ გასცემდა და სხვა ჟურნალისტის კითხვას უპასუხებდა.