"ქართული ოცნებაში" ერთმანეთს არწმუნებდნენ, რომ ტრამპი იყო მათი გადამრჩენელი, მაგრამ ასეთი რამ ვერ მოხდება, რადგან არცერთ მთავრობასთან, რომელიც ასე ეპყრობა საკუთარ საზოგადოებას, აშშ საქმეს არ დაიჭერს, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ოპოზიციური პარტიების ტრადიციულ საინფორმაციო ბრიფინგზე განაცხადა.
"სამართალდამცავები გახდნენ სამართალდამრღვევები და დღეს საქართველოს თავისუფლების, კონსტიტუციის სადარაჯოზე სამოქალაქო საზოგადოება დგას და მისი ნამდვილი ჟურნალისტები, რომლებიც გუშინ თავდასხმის მსხვერპლი გახდნენ. ასეთი ქმედებები ახასიათებთ ავტორიტარულ რეჟიმებს და ვნახეთ როგორ დაასრულა იანუკოვიჩმა, ასე დაასრულა ასადმა და ასე დაასრულებს ბიძინა ივანიშვილი, ვინც ხალხის ნების წინააღმდეგ მიდის. "ქართული ოცნებაში" ბოლო პერიოდში ერთმანეთს არწმუნებდნენ, რომ ტრამპი იყო მათი გადამრჩენელი და მასთან მოხდებოდა გადატვირთვა ურთიერთობების, ასეთი რამე ვერ მოხდება, რადგან არცერთ მთავრობასთან, რომელიც ასე ეპყრობა საკუთარ საზოგადოებას, შეერთებული შტატები არ დაიჭერს საქმეს." - განაცხადა ლევან ცუცქირიძემ.