ხელოვანებმა და სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლებმა თუმანიშვილის თეატრიდან საზოგადოებრივი მაუწყებელთან გადაინაცვლეს.
როგორც ისინი ამბობენ, ტელევიზიისგან საეთერო დროის დათმობას და მათი მოთხოვნების გაჟღერებას მოითხოვენ.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ “არაფრით განსხვავდება ეს რეჟიმი წინა რეჟიმისგან, რომელიც დაშინებით, სახლში შევარდნებით და გადასახლებით იმონებდა ხალხს.“
მსახიობები მიიჩნევენ, რომ ახლა სცენაზე დგომის დრო აღარაა, რადგან ქუჩაში ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები წყდება.
ტელევიზიის შენობასთან იმ ადამიანების ფოტოებიც მიიტანეს, რომლებსაც საპროტესტიო აქციებზე სპეცრაზმი სასტიკად გაუსწორდა.
მანამდე თეატრისა და კინოს წარმომადგენლები თეატრალური უნივერსიტეტის შენობასთან იყვნენ შეკრებილი. მათ საპროტესტო აქციების დროს დაკავებულებს სოლიდარობა გამოუცხადეს.
შემდეგ თეატრალური უნივერსიტეტის მოქმედმა და ყოფილმა სტუდენტებმა მარჯანიშვილს თეატრთან გადაინაცვლეს, სადაც თეატრის ხელმძღვანელს, გოგი მარგველაშვილს მოუსმინეს.
კულტურის სფეროს წარმომადგენლები ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა და თუმანიშვილის თეატრებშიც იმყოფებოდნენ. პროტესტის მონაწილეები ასევე მივიდნენ ვასო აბაშიძის სახელობის ახალ თეატრთან.