საქართველოში გერმანიის, საფრანგეთისა და გაერთიანებული სამეფოს ელჩები პიტერ ფიშერი, შერაზ გასრი და გარეტ უორდი საქართველოს სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს შეხვდნენ. ინფორმაციას საქართველოში გერმანიის ელჩი X-ზე ავრცელებს.
„ის, რომ საპროტესტო აქციებზე დაკავებულთა 85%-ზე მეტი დაშავებულია, განგაშის და შეშფოთების წყაროა. მაქსიმალური პატივისცემა ყველას მიმართ, ვინც სარგებლობს უფლებით, გამოხატოს თავისი აზრი დემოკრატიისა და ევროკავშირის სასარგებლოდ“, - წერს ელჩი.