ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ტელეფონით ესაუბრა. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.
"ახლახან ველაპარაკე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს.
ქართველ ხალხს: ჩვენ ვიცით თქვენი ევროპული მისწრაფებები, ვხედავთ ევროკავშირის დროშების ფრიალს, გვესმის თქვენი.
ევროპარლამენტი რჩება საქართველოს ევროპული მომავლის მხარდაჭერის ერთგული," - წერს მეცოლა.