რეგიონებში დევნილების საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილება გრძელდება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროდან აცნობეს,
დღეს მინისტრი კობა სუბელიანი, იმერეთის რეგიონს ესტუმრება და დევნილებს ახალმოსახლეობას მიულოცავს.
აფხაზეთიდან დევნილი 461 ოჯახი დღეიდან სრულად გარემონტებულ ბინებში იცხოვრებს და მათ ქირის გადახდა არ მოუწევთ.
ხონის ყოფილ სამხედრო დასახლებაში დევნილებისთვის სულ 17 კორპუსი გარემონტდა.