საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ირაკლი კობახიძემ თანამდებობა უნდა დატოვოს, 2 კვირაში კი ხელახალი არჩევნები უნდა დაინიშნოს.
„არჩევნები აუცილებელია, როცა ქვეყანა არის კრიზისში, ეს არის პოლიტიკური გამოსავალი, რომელიც ყველა ქვეყანაში ხდება. პრემიერი, რომელმაც ვერ გადაწყვიტა კრიზისი და მხოლოდ იცის ხალხის მიმართ მუქარა და რაღაცები და არანაირად პოლიტიკური კომპრომისის ძებნა, უნდა იყოს შეცვლილი და როგორც კი გადადგება ეს პრემიერი, 2 კვირაში მე უნდა დავნიშნო არჩევნები. უნდა იყოს ერთად მოლაპარაკებული, როგორ უნდა ჩატარდეს შემდეგი არჩევნები. ეს არის კომპრომისი, ეს არის დეპოლარიზაცია, ეს არის ქვეყნისთვის გამოსავალი, ეს არის სტაბილურობა, ეს არის მშვიდობა, ეს არის ქვეყნის მომავალი, რომელიც იქნება ურყევი, თავისუფალი და დემოკრატიული", - განაცხადა პრეზიდენტმა პირველი არხის ეთერში.