მიწისქვეშა ბიძგები საქართველოში კიდევ ორი კვირის განმავლობაშია მოსალოდნელი. თუმცა როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" სეისმური მონიტორინგის ცენტრში განუცხადესმ ეს ბიძგები არ იქნება დიდი სიმძლავრის და არანაირი შიშის საფუძველს არ ქმნის.
3,2 მაგნიტუდის მიწისძრვა საირმესთან დღესაც დაფიქსირდა, თუმცა მას არანაირი ზიანი არ მიუყენებია მოსახლეობისთვის.
შეგახსენებთ, რომ გუშინ საქართველოში 5.8 მაგნიტუდის მიწისძრვა დაფიქსირდა. ეპიცენტრი ვანის სამხრეთ-აღმოსავლეთით, კურორტ საირმის მიმდებარე ტერიტორიაზე იყო.