მივესალმებით ქართველი ხალხის გამბედაობას, რომლებმაც მოიცვეს ქუჩები დემოკრატიისა და ევროპული ღირებულებების დასაცავად, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა განაცხადა.
ბერბოკის განცხადება გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სოციალურ ქსელ X-ზე გაავრცელა.
„მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას დაუბრუნდეს ევროპულ გზას - და აქ არ ვეთანხმები საქართველოს წარმომადგენელს: სწორედ მთავრობა უხვევს ამ გზიდან თავისი სიტყვებითა და ქმედებებით“, – აცხადებს ანალენა ბერბოკი.