დიღმის დროებითი მოთავსების იზოლატორთან მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის ახლობლები და მეგობრები იმყოფებიან. ისინი ითხოვენ პასუხს, თუ რატომ დააკავეს ჭიჭინაძე.
იზოლატორთან შეკრებილები მსახიობის დაკავებას საპროტესტო აქციებში მის მონაწილეობას უკავშირებენ.
მსახიობმა ბახვა ბრეგვაძემ განაცხადა, რომ ყველაზე წესიერი და პატიოსანი მოქალაქე, ანდრო ჭიჭინაძე დაიჭირეს სახლში შევარდნით,
„მგონია აღარაფერი გამაკვირვებს, მაგრამ მაინც ძალიან მაგრად გამიკვირდა, ყველაზე წესიერი და პატიოსანი მოქალაქე, ვისაც კი ვიცნობ, ანდრო ჭიჭინაძე დაიჭირეს, ასე სახლში შევარდნით, აქ ვდგავართ და ვგულშემატკივრობთ მას და საქართველოს, რადგან სხვა გადარჩენის გზა არ გვაქვს, სრული სვლით ერვოპისკენ, ეს არის სათქმელიც და ბრაზის მიზეზიც. ჩვენ სხვა არაფერი გვინდა, გვინდა, ვაკეთოთ ჩვენი საქმე და ვიცხოვროთ ნორმალურ ქვეყანაში. ჩვენი ქვეყანა გვინდა იყოს განვითარებული და ნორმალური“, - უთხრა ჟურნალისტებს ბერგვაძემ.