საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, აშშ-ის მოქმედი ადმინისტრაცია ცდილობს, ისე გააფუჭოს საქართველო-აშშ-ს შორის ურთიერთობები, რომ მისი დალაგება, სულ მცირე, დროში გაიწელოს.
აღნიშნა ბლინკენის განცხადებაზე დასმული შეკითხვის პასუხად აღნიშნა, რომბიუროკრატიაში საერთოდ ასეთი გართულებები არის ხოლმე და მარტივად დასალაგებელი არასდროს არ არის არაფერი.
„ამ ყველაფრის მიზანია, ისე გაფუჭდეს აშშ-თან საქართველოს ურთიერთობა, რომ ტრამპის ადმინისტრაციასაც კი ძალიან გაუჭირდეს მისი დალაგება, როგორც მინიმუმ, დროში გაიწელოს. ეს არის მიზეზი, ეს არის კუდის მოქნევის მიზეზი, მათ აქამდე რაც არ და ვერ გააკეთეს, 20 იანვრამდე ცდილობენ ამის გაკეთებას. ტრამპის ადმინისტრაციას პრინციპულად ვეთანხმებით მთავარ საკითხებზე და ისინიც პრინციპულად გვეთანხმებიან მთავარ საკითხებში, რომ ოჯახის საკითხი უალტერნატივოა, არის ქალი და მამაკაცი და არა სხვა გენდერები და ა.შ. გამჭვირვალობა რომ დემოკრატიული საწყისი და პრინციპია, ამაშიც ვეთანხმებით ერთმანეთს, ამ ორმხრივი თანხმობის ფონზე, მოქმედი ადმინისტრაცია ცდილობს, ისე გააფუჭოს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები, რომ მისი დალაგება, როგორც მინიმუმ, დროში ძალიან გაიწელოს. ამას ხომ ყველა ხვდება. უფლებამოსილების მიწურულს მავნებლობის ჩადენა, რათა შემდეგ ადმინისტრაციას მძიმე მემკვიდრეობა დაუტოვოს იმ მიზნით, რომ გართულდეს ამისი დალაგება. ბიუროკრატიაში საერთოდ ასეთი გართულებები არის ხოლმე და მარტივად დასალაგებელი არასდროს არ არის არაფერი.
რაც უფრო გაართულებენ, ფიქრობენ, რომ მით უფრო რთულად დალაგდება ეს ურთიერთობები. ამ ურთიერთობების გამწვავების მცდელობასთან გვაქვს საქმე. ვფიქრობ, იმდენად პრინციპული თანხვედრა გვაქვს, რომ შედარებით მალე დალაგდება ეს ყველაფერი და გადაიტვირთება, ვიდრე მათ წარმოუდგენიათ“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.